ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ესპანეთში

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში მორიგი მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“, რომელიც საკუთარ დარბაზში ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდთან, „მორაბანკ ანდორასთან“ 72:84 დამარცხა.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედი საშინლად ჩაატარეს და ხსენებულ ათწუთეულში მიღებული ჩამორჩენა თამაშის ბოლომდე ვეღარ აღმოფხვრეს.

ბურჯანაძე ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა, თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო. ბექამ 31:11 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში ორმაგი დუბლი შეასრულა. ჩვენებურმა საკუთარ გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი შეაშველა.

ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთა შორის, როგორც ამ კომპონენტში, ისე ქულების რაოდენობით მხოლოდ ბლაგოტა სეკულიჩს ჩამორჩა (27 ქულა, 29 მარგი ქმედების კოეფიციენტი).

„გიპუზკოას“ 25 თამაშში 6 გამარჯვების წილ 19 მარცხი აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 6 აპრილს, „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს.