მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოსგან" ფრანგი ლუკა ერნანდესი იყიდა. ინფორმაცია შემდგარი ტრანსფერის შესახებ, გერმანულმა გუნდმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენელები ატლეტიკოს 80 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს შეთანხმება კლუბის ისტორიაში სარეკორდოა. მსოფლიოს ჩემპიონმა "რეკორდმაისტერთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ერნანდესი ახალ გუნდს სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება.