რა ელოდება სამშენებლო ბიზნესს - რეალიზაცია 1/3-ით უკვე შემცირდა

რა ელოდება სამშენებლო ბიზნესს - რეალიზაცია 1/3-ით უკვე შემცირდა

იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა ბინების გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა იქონია. შემცირება აშკარა და თვალში საცემია. დედაქალაქის მერია ცდილობს მდგომარეობა ახალი შეთავაზებით დაარეგულიროს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, ძნელი სათქმელია.

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე ადასტურებს, რომ 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა ბინების რეალიზაცია 1/3-ით შეამცირა.

„ცხადია, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ბაზარზე გაყიდვების მკვეთრი შემცირება ცალსახად შეინიშნება. ზოგ კომპანიაში ეს უფრო ნაკლებადაა, ზოგში - უფრო მეტად, 30%-35%-ის ფარგლებშია შემცირება. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ებრძოდა ბანკებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ არაპროფილური ბიზნესი. შეიძლება რაღაც დონეზე გამკაცრება საჭირო არის, მაგრამ არა - ასეთ დონეზე, იმიტომ რომ ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვია“, - აცხადებს აბულაძე.

„არსის“ გენერალური დირექტორი პრობლემებს ხედავს სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულებასთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულებას, ესეც არის პრობლემა. კახა კალაძის პოზიცია არის ის, რომ სჯობს, შეცდომა დაუშვან და მშენებლობის ნებართვა არ გასცენ, ვიდრე მშენებლობის ნებართვა გასცენ და ეს იყოს შეცდომა“, - ამბობს აბულაძე.

თბილისის მერის ინიციატივა კი, რომელიც ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობების აშენების პერსპექტივას იძლევა, შეიძლება ერთგვარი შეღავათი იყოს მშენებლებისთვის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კალკულაცია.

დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე აღნიშნავს, რომ დასათვლელია რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო დაუსრულებელი მშენებლობისთვის ან ავარიული კორპუსის გასამაგრებლად,

„თუ ეს ხარჯი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე K2 კოეფიციენტის შედეგად მიღებული სარგებელი, რა თქმა უნდა, ეს დეველოპერული ბიზნესისთვის მიმზიდველი წინადადება იქნება. ამით თბილისსაც ეშველება, ამდენი დაუსრულებელი და ავარიული სახლი რომ არის მოევლება“, — აღნიშნავს ტალახაძე.

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული იდეა კარგია და თეორიულად, განსახორციელებელია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ადგილზეა ობიექტი.

„ასე ადვილად არ არის საქმე, დაუსრულებელ მშენებლობებში ათასი ვალდებულებებია, დასათვლელია, რა რესურსი აქვს დარჩენილი ობიექტს და რა ბენეფიტებს მიიღებს ბიზნესი. თუ ეს დეველოპერისთვის მიმზიდველი იქნება, შევა, თუ არა, მაშინ სახელმწიფოს თავად მოუწევს დაუსრულებელი კორპუსების დასრულება“, - აცხადებს „კომერსანტთან“ წაქაძე.

მისი განცხადებით, დღეს თბილისში ბევრი ისეთი დაუსრულებელი შენობაა, რომელსაც რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ძნელი სათქმელია, რამდენით უნდა მოემატოს კოეფიციენტი, რომ მშენებელმა ის ამოწურული რესურსი გადაფაროს და მოგებაც დარჩეს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა მომავალში გაიზრდება, რადგან დღეს ერთი მიმართულებით კეთდება რეგულაციები და მთავარი მიმართულება, რის გამოც ჩერდება ესა თუ ის ობიექტი, ისევ მოუგვარებელია. მთავარი მიზეზი ფინანსური უზრუნველყოფაა. საზღვარგარეთ არც ერთ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ კომპანიამ არ მოიტანა ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი. მან გარკვეული თანხა უნდა დადოს დეპოზიტზე და მოხდეს მისი მონიტორინგი, ან წარმოადგინოს მყარი საბანკო გარანტია იმის დასადასტურებლად, რომ მასზე გამოყოფილია საკრედიტო ხაზი და ბანკი აფინანსებს. საქართველოში კი მსგავსი არაფერი ხდება.

ლაზი საერთოდ, იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რამდენად საჭიროა ქვეყნისათვის, თბილისში ამდენი მშენებლობები? ჯერ ქალაქი აღარ გავს ქალაქს ამდენი აჩხორთილი სიმახინჯეებით და მერე დაიცალა დანარჩენი საქართველო. არანაირი ურბანული პოლიტიკა არ გააჩნია სახელმწიფოს. ამ ბინების დიდ ნაწილს კაცმა არ იცის ვინ ყიდულობს და რა პრობლემად შემოუტრიალდება ხვალ ქვეყანას ეს ვაიმშენებლობები, რომელთა აშენება მხოლოდ ვიღაც დეველოპერების გამდიდრებას ემსახურება. ეგენი რომ მართლა მშენებლები იყვნენ ამ უბედურებაში ქვეყნის შეყვანას არ იკადრებდნენ. ისე რა გინდათ, არც ამბობს ეს ხალხი მშენებლები ვართო. დეველოპერები დაირქვეს. მშენებელი ვინ არის იცის ვინმემ?
8 თვის უკან
trampi დღეს მშენებლობაში(..ზე) მშენებელის გარდა ყველა მუშაობს...ექიმი ბიოლოგი...მასწავლებელი...ბუღალტერი
დილეტანტების პარადია....
მაგათი აშენებული არ გაიშვას არსად
უფლება დამცველმა შარშან უბედური შემთხვევების შედეგად 47 კაცი დაიღუპაო .......... რა ენაღვლებათ რა....
........ბიძა მოგიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო.....
სამშენებლო საქმის არანაირ გაგებაში არ არიან ..ბეტონიდან დაწყებული და არმატურით დამთავრებული------რომელ ერთი საქმე უნდა ჩამოთვალო ??
თანაც ყველა ბიზნესმენია....
8 თვის უკან