ლუკას პოდოლსკიმ ძალები სუმოში მოსინჯა. გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იაპონიაში ლეგენდარულ სუმოისტ ჰაკუჰოსთან სიმბოლური ბრძოლა გამართა.
შესაბამისი ფოტოები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა TwiTTer-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით, „არ დანებდე“.
პოდოლსკი იაპონიის ჯეი ლიგაში, კლუბ ვისელ კობეში ასპარეზობს. გერმანელ ფეხბურთელთან ერთად თამაშობენ ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია.