სოციალური გაფიცვა - სამინისტრომ 180 სოცმუშაკთან საერთო ენა ვერ გამონახა

სოციალური გაფიცვა - სამინისტრომ 180 სოცმუშაკთან საერთო ენა ვერ გამონახა

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი მთელი დღე ადმინისტრაციულ შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა აქედან 6 მათგანის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. უმთავრესია ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება. მოგვიანებით მათ მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ისინი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოციალური მუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჩვენი ადრესატი არის უკვე საქართველოს მთავრობა. გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოცმუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მანამდე არც ერთი სოციალური მუშაკი არ დაუბრუნდება ადგილს.

მუშაკებს აქვთ 22 მოთხოვნა, თუმცა ვართ რეალისტურები, ვიაზრებთ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველაფრის მოგვარება არ შეიძლება. ამიტომ 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ ადამიანურად მუშაობა და ვისაც ვემსახურებით, ბავშვები იქნებიან, ხანდაზმულები თუ სხვები, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება“, - განაცხადა სოცმუშაკმა ქეთი ხუციშვილმა.

მალევე სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ. სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები არასათანადო პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, თანამშრომელთა რაოდენობა ცოტაა და ვერ ახერხებენ სრულყოფილად მუშაობას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების აქციას გაიმართა ბათუმშიც. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ღუნაშვილმა განაცხადა, მას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

„ბათუმში არასდროს ყოფილა რესურსი. საკუთარი ხელფასით ვეხმარებით ბენეფიციარებს. გვიწევს ფეხით სიარული და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები იღუპებიან და ვერ ვშველით“, -აცხადებს „აიპიენთან“ თამარ ღუნაშვილი.

სოციალური მუშაკების პროტესტს კახეთშიც შეუერთდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიური სამუშაოდან გამომდინარე ანაზღაურება მინიმალურია, ბენეფიციარების დახმარებისთვის განკუთვნილი სერვისები კი - არასაკმარისი.

„ძალიან დატვირთულები ვართ, ვმუშაობთ 22 მიმართულებით მაშინ, როდესაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობა რაც არის, იმის გაკეთებას ვერ ვასწრებთ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ხარჯით ხდება ბავშვების და სხვა ბენეფიციარების გადაყვანა და ადგილზე მისვლა. გასაუმჯობესელია ბევრი რამ და აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ შეგვიქმნან შესაბამისი პირობები“, - განაცხადა სოცმუშაკმა ნინო მარტიაშვილმა.

გაფიცვას მყისიერად გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს. იგი ირწმუნება, რომ სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ მათ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრები გამართეს და პრობლემების მოგვარებისკენ რიგი ნაბიჯებიც გადადგეს, თუმცა ეს სოცმუშაკებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოგვიანებით ვითარება შეაფასა თავად ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, სამინისტრომ კი - თავისი. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება.

„ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა. ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება.

რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს სულ 250 სოციალური მუშაკი ჰყავს, რომელთაგანაც 180 მათგანი გაფიცულია.

Serapina მომიკვდეს თავი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადრე ნინო შუბლაძეც იყო(დიდი ჟურნალისტი,ინგას შემდეგ)... ნუ, ინგა რომ წ/ყლის ამბებში ამუშავეს რათა ფული არ შემოკლებოდა,არც ესაა დაუჯერებელი...
ახლა, თემას არ ეხება, ისეთ ამბავზე ვწერ... მოკლედ, ეშმაკი რომ დეტალებში იმალება...
ამ წერილს აფრიალებდნენ და შემომეკითხა. "ვაიმე რა ჭეშმარიტებაა" კომენტარების ცვენა... შინაარსი ისეთი,ყველა რომ ხელს მოვაწერთ, 80 იანების დასაწყისში დაბადებულები და შემდგომი თაობები....
მთავარი მაინც ერთი დეტალი აღმოჩნდა... "ყოფილი მინისტრი, მომვლელად მუშაობსო"...
ნაციონალის ხელწერაა ცხადია და ეს ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანია, რომელიც მომვლელად სულაც არ მუშაობს... მიშისტები "აპიარებენ" ასე... თუ, რა თქმა უნდა მომვლელობაში, მიშას პამპერსების ცვლა არ იგულისხმება... ზის ბუნჩულად ამერიკაში და ივენთებს აწყობს..' მიშას ივენთმენეჯერია...

კარგი, ერთი ტყუილი გავატაროთ.
შეკითხვა მაქვს.. აკი, მიშა და მისი მინისტრები ევროპასა და ამერიკაში იყვნენ კვალიფიცირებული(...და არა საბჭოთა,ან პოსტსაბჭოთა სასწავლებლებში... ჩასარეცხი და უცოდინრები რომ იყვნენ, მიხეილ დიდის თვალში),
დიპლომებს რა უქნეს, დაეკარგათ?
მიშა, თავისი მინისტრებით უპრობლემოდ უნდა დასაქმებულიყო ნებისმიერ ქვეყანაში ხომ?! ხომ ამას ეუბნებოდნენ და აყვედრიდნენ საბრალო ქართველ ხალხს სანამ ხელისუფლებაში იყვნენ!
მაშინაც, ბევრჯერ დავწერე აქ, რა გზით გაანათლა მიშამ თავისი მინისტრები... ქართული ბიუჯეტითაც ბევრმა ისეირნა უცხოეთში და ენის სერთიფიკატის მეტი არაფერი ჩამოიტანა საქართველოში...
თუმცა,კობა სუბელიანი ამდენსაც ვერ გაქაჩავდა.... ბოროტმა ენებმა, რომელიღაც მინისტრის მძღოლი იყო და სანდოდ მიიჩნიეს.. ამიტომ დააწინაურესო.
აგერ, ამ "გულანთებული ქართველის" წერილიც:
ბმული
5 წლის უკან