კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

შერეული ორთაბრძოლის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მან ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა.

„დღეს გადავწყვიტე შერეული ორთაბრძოლის სახელით ცნობილი სპორტიდან წასვლა. ყველა კოლეგას ვუსურვებ წარმატებას. ამჟამად ვუერთდები ამ საქმიანობაში ჩემს ძველ პარტნიორებს, რომლებიც უკვე პენსიაზე არიან“, - წერს მაკგრეგორი.

კონორ მაკგრეგორი - შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, რომელიც UFC-ის ეგიდით გამოდიოდა. კარიერის განმავლობაში მან 25 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 21-ში გაიმარჯვა.