არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მისი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა.
მარადონას კრიტიკა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს მოჰყვა, როდესაც არგენტინის ნაკრები ანგარიშით 3-1 დამარცხდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
მარადონამ ფეხბურთელები და გუნდის მენეჯერები მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ეროვნული ნაკრების ფორმის ტარებას არ იმსახურებენ.