თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ ანორთოსისში გააგრძელებს.
კრასნოდარში, 2016-18 წლებში გატარებული პერიოდის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი უგუნდოდ იყო, თუმცა ახალი კლუბი ნიჭიერმა ქართველმა კვიპროსზე იპოვა.
თორნიკე ოქრიაშვილმა "ანორთოსისთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის აგენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ანორთოსისის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე გახდა. კვიპროსული გრანდის მწვრთნელი თავის დროზე თემურ ქეცბაიაც იყო, რომელმაც კუნძულელები ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.