უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა

23 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქართველი ფეხბურთელის საქციელზე უცხოურ მედიაში წერენ და მას გმირს უწოდებენ.

მსგავსი გმირობა სხვა ქართველმა ფეხბურთელმა 2014 წელს ჩაიდინა. უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში „დნიპროსა„ და კიევის „დინამოს“ შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის „გადაყლაპვის“ საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა.