ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა

ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა

22 მარტს ჰარუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

აღსანიშნავია, რომ სუმოისტებს შორის აქამდე ჩატარებულ 28 შეხვედრაში ქართველმა მხოლოდ 3-ში მოიგო.

სამწუხაროდ ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 6:7-ზე გახდა და მას აუცილებლად სჭირდება დარჩენილი 2 ბრძოლის მოგება, სხვა შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.

მისი მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:10-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ჯუღელის მომდევნო მეტოქე არავაში იქნება.