უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელს UEFA დისკვალიფიკაციით აღარ დასჯის. მას ფინანსური ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ BBC წერს.

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა.

ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ამ სეზონში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მანამდე უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე დასაჯა და ისიც 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.