ესპანური “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. შესაბამისი ფოტო ბასკურმა გუნდმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა წარწერით – “დაბრუნებამდე დღეებს ვითვლით”.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შენგელია შარშან, 30 დეკემბერს მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა (არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მუხლი დაიზიანა) და თავდაპირველი ვერსიით, 3-4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა.
იოლი გამოსათვლელია, რომ შენგელიას დაახლოებით სამთვიანი იძულებითი უქმობა მოუხდა, თუმცა, როგორც სჩანს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა და მალე, “ბასკონიას” ლიდერი მოედანზე უნდა ვიხილოთ.
თოკოს დაბრუნება კი ესპანურ გუნდს, რომელიც ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მასპინძელია და ამ მინი-ტურნირში მოსახვედრად იბრძვის, ძალიან სჭირდება.