გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგელბში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. გეკა გელაძემ და ვანგ სიაოხუნგმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ჩინელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.