ტურინის იუვენტუსმა რონალდუს გამო ამერიკის წინასასეზონო ტურნე გადადო. New York Times - ის ინფორმაციით, ტურინული კლუბი, მათი პორტუგალიელი ვარსკვლავის შესაძლო დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე აღარ იასპარეზებს. ფეხბურთის 33 წლის ვარსკვლავი, 2009 წელს ლას-ვეგასში ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.
ნევადის შტატის სამართალდამცავმა ორგანოებმა, პორტუგალიელის წინააღმდეგ საქმე 2018 წლის ოქტომბერში განაახლეს. კრიშტიანო რონალდუს ძალადობაში კეტრინ მეიროგი ადანაშაულებს.