ოსაკაში ჰარუ-ბაშოს მე-12 საჭიდაო დღის ცენტრალური დაპირისპირება ქართველ ტოჩინოშინსა და ლეგენდარულ მონღოლ სუმოისტ, ჰაკუჰოს შორის შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა სახელგანთქმულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ჰაკუჰომ, იორიკირის ილეთის გამოყენებით, ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა.
ამ დროისთვის ტოჩინოშინ 6 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, ქართველ სუმოისტს მინიმუმ 3 მოგების მოპოვება სჭირდება.
ლევანის მომავალი მეტოქეც უძლიერესი კაკურიოა, რომელთანაც ტოჩის უარყოფითი ბალანსი აქვს.