აშშ-ში Miami Masters-ის ტურნირი დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს მე-19 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.
ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობაში 1/32-ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ესპანელ ნიკოლა კუნსა (255) და გერმანელ მიშა ზვერევს (75) შორის გამარჯვებული იქნება. კუნისა და ზვერევის მატჩი 21 მარტს გაიმართება.
1/32-ფინალში წარმატების მიღწევის შემთხვევაში 1/16-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე, შესაძლოა, მე-16 ჩოგანი, ფრანგი გაელ მონფისი იყოს.
ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე ბასილაშვილს მაიამის ღია პირველობაზე ორჯერ - 2017 და 2018 წლებში უთამაშია.