ადრეატიკის ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელია. საუკეთესო ახალგაზრდა, ლიგაში მოთამაშე გუნდების მწვრთნელების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაადგინეს.
საქართველოს ნაკრების და "ბუდუჩნოსტის" ცენტრმა საერთო ხმების 42% მიიღო. ქართველმა ვუნდერკინდმა გამოკითხვაში ბორიშა სიმანიჩს და ლუკა შამანიჩს აჯობა. 19 წლის გოგა ბითაძის მონაგარი 2018-19 წლების ადრეატიკის ლიგის გათამაშებაში 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა და 2.0 ბლოკია. შეგახსენებთ რომ ქართველისთვის ეს ლიგაში გატარებული მეორე სეზონია. ზაფხულში გოგა ბითაძე Nბა-ს დრაფტზე დასადგომად ემზადება.