ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად რთული ბრძოლების ჩატარება მოუწევს. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა მე-11 დაპირისპირება ჩაატარა და ოძეკი ტაკაიასუსთან დამარცხდა.
ლევან გორგაძე 11 ბრძოლიდან 6 მოგება და 5 წაგება აქვს. ტურნირის დასრულებამდე 4 შეხვედრა რჩება. ქართველს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად სულ მცირე 2 ბრძოლის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.
ტოჩინოშინს ტურნირის მე-12 დღეს ურთულესი ბრძოლა ელის. ქართველის მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება, რომელსაც ამ დრომდე ტოჩი 27-ჯერ შეხვდა და მოგება მხოლოდ ერთხელ შეძლო.