ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს ურჩევდა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კარგად გაცნობოდნენ და შემდეგ გაკეთებინათ შეფასებები, თითქოს კანონპროექტი დისკრიმინაციულია. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, თავდაცვისა და უშიშიროების კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტი შეაჩერა. დეპუტატი სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივაზე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივაზე გამართული ეს შეხვედრა არის მაგალითი, როგორ უნდა თანამშრომლობდეს საჯარო სამსახური რელიგიურ გაერთიანებებთან.
„თავადაც აღიარა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჩვენთან კონსულტაციები გაევლო, ვიდრე კანონპროექტის ინიცირებას მოახდენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც აღიარებს, ხარვეზები არსებობს. შეიძლება, ვერბალურად ტექსტში არც გამონაკლისებია დაშვებული და შეიძლება, ტექნიკურად არ ითვლებოდეს ეს დისკრიმინაციულ ფორმულირებად, თუმცა შედეგი გვექნება ძალიან დისკრიმიაციული, თუკი ეს კანონი ამოქმედდება და ყოველდღიურობაში შევა“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება თავდაცვა და ამ საკითხზე ყველა თანხმდება, თუმცა მისივე მოსაზრებით, თავდაცვაზე ზრუნვამ დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს.
„ამ კანონპროექტის მიმართ გვქონდა დამოკიდებულება, რომ იყო დისკრიმინაციული, რაც დავაფიქსირეთ. შევთანხმდით შემდგომ სამუშაოებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა და შემდგომი სამუშაოები შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება. კანონპროექტის მიხედვით სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ გათავისუფლდებიან, თუმცა ეს შეზღუდვა არ შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. სწორედ ამ ნაწილზე მიუთითებდნენ ოპონენტები, რომ ეს ყველაფერი იყო დისკრიმინაციული. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ის მზად არის შენიშვნები რომელიც კონსულტაციებზე გამოითქმება კანონპროექტში ასახოს.
ირაკლი სესაშივილის განცხადებით, გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა. მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ მოცემულობას და ამას ეფუძნებოდა ინიციატივა.
„თუმცა რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები. კიდევ ერთელ, ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებებით, შესაძლოა, სამხედრო გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს.
პროექტი, რომელიც მე წარმოვადგინე, თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს. კოლეგებო, ნუ მოვახდენთ საკითხის ხელოვნურად გამწვავებას. ორივე თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს დისკრიმინაცია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებებით, შესაძლოა, გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მეტი დამაჯარებლობისთვის დეპუტატმა სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ სასულიერო პირებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობს 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეჰოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6908 მიმდევარი.
სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და მას მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს, რათა სასულიერო პირების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული არ იქნას ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის.
„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებენ ოპოზიციაში. „ევროპულ საქართველოში“ ვითარების მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას, პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლას სთავაზობენ.
„აშკარად არაკონსტიტუციურ ინიციატივას გვთავაზობს „ქართული ოცნება“. ვთვლით, რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. ყველა რელიგიური გაერთიანება და კონფესია უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე და ეს პრინციპი უნდა დაიცვას სახელმწიფომ. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, აქ გამოსავალი არის პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლა სრული მოცულობით“, – ამბობს ოთარ კახიძე.
„გირჩის“ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას – „ბიბლიური თავისუფლება“ ცრუ ლეგიურ ორგანიზაციას უწიდებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, რომლის განცხადებით, ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ. ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს.
„გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი, შეიარაღებული ძალების“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
საპასუხოდ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებსაც უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.
სიაში შევიდნენ – მიხეილ სააკაშვილი, ალექსანდრე ლომაია, დიმიტრი შაშკინი, გელა ბეჟუაშვილი, კონსტანტინე კემულარია, ალექსი ალექსიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ვალერი ჩეჩელაშვილი, ვანო მერაბიშვილი; ნაზი არონია; გიორგი ღვინიაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი. სია რომელიც ჯაფარიძემ გამოაქყვენა საკამოდ ვრცელია და ამ სიით ირკვევა, რომ მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევის დეპუტატების შვილებმა ისარგებლეს – „ბიბლიური თავისუფლებით“ და უარი თქვეს სავალდებული სამხედრო სამსახურზე.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ახალგაზრდები დავიხსნათ სახელმწიფოს ბოროტი მარწუხებისგან. სწორედ ამ მიზნით, ზუსტად ორი წლის წინ, შეიქმნა „ბიბლიური თავისუფლება“, რომელმაც დღეის მდგომარეობით 15 000–ზე მეტი ახალგაზრდა იხსნა ცხოვრების დანგრევისგან, სხეულის დასახიჩრებისგან, „დედოვშჩინისგან“.
„ბიბლიური თავისუფლების“ დაარსების დღიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის დახმარების თხოვნით, რათა მათი შვილები და ოჯახის წევრები დაგვეხსნა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. ჩვენი აზრით, ამორალურია, როდესაც პარტიას და მის მომავალ თავმჯდომარეს აქვს ასეთი პოზიცია „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის მიმართ, მაშინ როცა მათ შვილებს არ მოუხდიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენი რელიგია კი არ არის ცრუ, ეს ადამიანები და მათი მორალია ცრუ და ყალბი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სესიაშვილის ინიციატივა საპირწონე იყო „გირჩის“ მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია – „ბიბლიური თავისუფლების“, რომელიც ათავისუფლებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან მოქალაქეებს. მისი თქმით, რისკები, რომელიც ამ პროექტს შეიძლება მოჰყოლოდა, არ იყო განხილული სამოქალაქო სექტორთან.
„მივესალმები იმას, რომ პროექტის შეჩერება მოხდა. მნიშვნელოვანია ის, რომ თავდაცვის სამინისტრო ამზადებს კანონების კოდექს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება, ერთიანი მიდგომის პრინციპით მოხდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურების რეფორმირება, რაზეც იყო საუბარი. აუცილებელია კანონპროექტი კარგად იქნას განხილული და არ იყოს არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულია თუ არა კანონპროექტი“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.
როგორც აქუბარდია აცხადებს, აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახური იყოს რეფორმირებული და მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ჯარში ისინი მიდიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და არა ის, რომ ერთი წელი უბრალოდ დაკარგონ სამხედრო სამსახურში.
„რაც შეეხება საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას, თავდაცვის პოლიტიკიდან უნდა გამომდინარეობდეს როგორი ჯარი უნდა ჰყავდეს ქვეყანას. დღეს უკვე საკონტრაქტო სისტემიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე გადადის მთელი ევროპა, იმ გამოწვევიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს და ამ შემთხვევაში საქართველოს გაცილებით მეტი გამოწვევა აქვს, ვიდრე დასავლეთს უსაფრთხოების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი დეპუტატის ცალკეული ინიციატივა არ იქნება სწორი, თუ ეს არ იქნება განხილული ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.
სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ რეალურად „გირჩის“ იდეა ემყარება პრინციპებს, რითაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს თავი აარიდონ ჯარში წასვლას. მისი თქმით, მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდების ჯარში წასვლა არაპოპულარულია და უინტერესო ახალგაზრდებში და თვლიან, რომ ეს არის დაკარგული დრო.
„მარტო კანონებით ეს საქმე არ გამოვა. ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს ჯარში წასვლა. კანონი უნდა განსაზღვრავდეს და ყველას თანაბარ პირპობებში უნდა აყენებდეს სამშობლოს წინაშე ვალის მოხდის კუთხით. ბონუსები უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახდეს ჯარში მსახური. თუ ისრაელი ახერხებს იმას, რომ ქალიან–კაციანად მიდიან ჯარში. თუ ბრიტანეთში უფლისწული თავს ვალდებულად თვლის, რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა, რა გახდა, რომ ჩვენ ამ 25 წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ, ჯარი მიმზიდველი და საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის. აქედან უნდა ამოვიდეთ და კანონპროექტიც გასაგები გახდება. ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვართ, ისეთი მდგომარეობა გვაქვს თავდაცვითი მხრიდან, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი ავარიდოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.
რომელ პარლამენტარმა და საჯარო მოხელემ იჩალიჩა და შვილი ჯარიდან დატოვა, მე მის ცოლს ვთხარე ხახაში...მის ცოლს და დედას თხაროს მამალმა ზებრამ!!!