ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოდაი დოჰიოდან გადააგდო, გაგამარუმ ტაკანოში დასცა

ჰარუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა შოდაი დოჰიოდან გადააგდო, გაგამარუმ ტაკანოში დასცა

18 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაეგაშირა შოდაი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ქართველ ფალავანს ბალანსი 6:3-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელთანაც გორგაძეს ბალანსი 6:10-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტაკანოშოს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მეხუთე გამარჯვებაა ბაშოზე და ბალანსი 5:4 -ზე აქვს.

მისი მომდევნო მეტოქე ამინიშიკი იქნება.