ზაზას 11 ქულა „ტორონტოსთან“

ზაზას 11 ქულა „ტორონტოსთან“

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ შინ „ტორონტოს“ 110:107 მოუგო. დიდი ხანია ზაზას ასეთი ნაყოფიერი შეხვედრა არ ჩაუტარებია. ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. 6-დან ოთხი ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს „დეტროიტმა“ მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდო, რაც დეტროიტელებს შორის მესამე შედეგი გახლდათ.

რაც შეეხება შეხვედრას, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მიჩიგანელებმა 32:23 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. "დეტროიტში" 25 ქულით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა.

„დეტროიტი“ 36 მოგებით და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „დეტროიტი“ გასვლაზე „კლივლენდთან“ გამართავს მატჩი 19 მარტს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.