მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი სისტემით ჩატარების ახალი კრიტერიუმები FIFA-მ დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
ტურნირი, რომელიც 2021 წელს დაიწყება 24-გუნდიანი იქნება, საიდანაც რვა ევროპული კლუბი იქნება.
ირკვევა, რომ ტურნირი ზუსტად იმ პერიოდში იმართება, რომელიც ამ დროისთვის კონფედერაციათა თასისთვის არის გამოყოფილი. ლაპარაკია ივნისსა და ივლისზე.
აქამდე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყოველწლიურად, დეკემბერში იმართებოდა და მასში მონაწილეობას შვიდი გუნდი იღებდა.