ვეტერანი ფეხბურთელი პატრის ევრა ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილ გუნდებს „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ აქტიურად ქომაგობს. ფრანგი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და დღე არ გავა, სტატუსი რომ არ გამოაქვეყნოს.
ამჯერად, ევრამ კრიშტიანუ რონალდუსთან მიმოწერა გამოიტანა სამსჯავროზე და როგორც თავად ამბობს, ეს მესიჯები „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექამდე 5 დღით ადრე შედგა.
ევრა რონალდუს სთხოვს, რომ „როხიბლანკოს“ დამარცხება მოახერხოს, რაზეც კრიშტიანუს პასუხმაც არ დააყოვნა.
– ძმაო, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში შენი იმედი მაქვს!!! არასდროს შენში ეჭვი არ შემპარვია! ხალხი ყოველთვის მკლავს, როდესაც შენ ან „იუვენტუსი“ მარცხდებით.
– ვიცი. შემდეგ ეტაპზე გავალთ ძმაო. მათ სახლში დავანგრევთ.
– ზუსტად!!! ვივა რონალდუ
– აჰაჰაჰა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი „ატლეტიკოს“ 3:0 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.