ვეტერანი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი "მანჩესტერ იუნაიტედში"ისევ ითამაშებს. კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მიუნხენის ბაიერნი" საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ. ამის შესახებ BBC წერს.
შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბის გამარჯვების 20 წლისთავს მიეძღვნება. მატჩი ოლდ ტრაფორდზე 26 მაისს გაიმართება.
ასევე ითამაშებენ ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და იესპერ ბლომკვისტი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რომელმაც 1998 წლის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნს" გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდს უხელმძღვანელებს სერ ალექს ფერგიუსონი.
1998-99 წლების სეზონში სერ ალექსის გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მათ "მიუნხენის ბაიერნი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.