ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა იაპონელი კომუსუბი მიტაკეუმი უატენაგეს ილეთით დაამარცხა, რის შემდეგაც ბალანსი 4:2 გახდა.
ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ენდო იქნება. ტოჩინოშინს მასთან 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.
რაც შეეხება გაგამურუს, იგივე თეიმურაზ ჯუღელს ის ჯურიო ლიგაში დაიშომარუს შეხვდა და მეტოქესთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
ცნობილია რომ გაგამურუს მომდევნო მეტოქე ვაკამოტოჰარუ იქნება, ვისთნაც სპორტსმენს ბალანსი 1:0 აქვს.
ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი და ამისთვის ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ქართველმა სპორტსმენმა სულ მცირე 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.