მსახიობი თემურ გვალია ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის გარშემო ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.
“რა თქმა უნდა, ყველამ აკეთოს ის, რასაც სწორად თვლის.. მაგრამ, თავად გადაკეთებული გვარის მქონე “პუბლიკა”, ბაგრატიონების გვარზე, რომ ღადაობთ, მაგრად ვხალისობ რა… ზოგიერთს ჯერ საკუთარი გვარი გამოგეკვლიათ, კარგი იქნებოდა.
არ შეიძლება ყველასი და ყველაფრის აბუჩად აგდება. ტეხავს.. სანამ იტყვი ვინმეზე რას ჰგავსო, მანამდე სარკეში თუ ჩაიხედავ, კარგს იზამ.”- წერს თემურ გვალია ფეისბუქში.