გორში გარდაცვლილი 9 წლის გოგონას საქმეზე ბრალდებული, იაგო ნებიერიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. „გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას… ” აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძე,
„გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას”, – აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ, რომელმაც სასამართლო პროცესის დაწყების წინ იაგო ნებიერიძის მიერ გამოგზავნილი განცხადებიდან ციტირება მოახინდა.
განცხადებაში ნებიერიძე აღნიშნავს, რომ „თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება“.
„მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად”, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა წერილობითი განცხადებით.