"ისლამური სახელმწიფოს" დასასრული ძალიან ახლოს არის" - ათასობით ჯიჰადისტი ბრძოლისას დანებდა

აშშ-ს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის შე­ტე­ვის დროს სი­რი­ა­ში „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ათა­სო­ბით მებ­რძო­ლი და­ნებ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

საბ­რძო­ლო შე­ტე­ვა ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ბოლო პუნ­ქტის ასა­ღე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მუს­ტა­ფა ბა­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნე­ბე­ბუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­რის­კა­ცებ­მა სამი იე­ზი­დი ქალი და ოთხი ბავ­შვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სი­რი­ის სო­ფელ ბა­ღუზ­თან მწვა­ვე სა­ო­მა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არის ბოლო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი, სა­დაც ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

CNN-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შა­ბათს სო­ფელს გა­თე­ნე­ბამ­დე ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბავ­დნენ, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებს მათ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ბა­ლიმ „ტვი­ტერ­ზე“ აღ­ნიშ­ნა, რომ „სა­ბო­ლოო წუ­თე­ბი ისე ახ­ლოს არის, რო­გორც არას­დროს“. მი­სი­ვე თქმით, „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მებ­რძო­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ნებ­დე­ბი­ან.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ებს აკონ­ტრო­ლებ­და. აშშ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­ა­ლი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა შეძ­ლეს, ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან“ გა­ეწ­მინ­დათ.