რობერტ სტურუას სპექტაკლს

რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში?

12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ცერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას"...

"სპექ­ტაკ­ლის კრი­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ეხე­ბა მხატ­ვრულ და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მხა­რეს, რად­გან მხო­ლოდ რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ძლებთ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა მა­ინც უნდა ით­ქვას, რომ ამ მხრი­ვაც სა­ში­ნე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა არსს: წარ­მოდ­გე­ნა მო­წყო­ბი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის გახ­სნის 100 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში; ამ თა­რი­ღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხით და ამა­ვე დროს იგი დატ­ვირ­თუ­ლია რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სით, ასე­ვე ტრა­გი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

100 წლის­თავ­ზე, ამ დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს ბოლო აკორ­დად მო­წყო­ბილ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ წარ­მოდ­გე­ნა­ში ოდ­ნა­ვი ნა­სა­ხიც კი არ ჩან­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ავ­ტორ(ებ)მა წარ­მოდ­გე­ნას "არა­ის­ტო­რი­უ­ლი ფანსტას­მა­გო­რია" და­არ­ქვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლო­ვანს ვერ შე­ე­და­ვე­ბი, რა მხატ­ვრულ ფორ­მას აირ­ჩევს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი წარ­მოდ­გე­ნის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა რაც ვნა­ხეთ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტა იყო, რომ კრი­ტი­კაც ჭირს - არა მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუ­თხი­თაც..." - განაცხადა ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა "ამბები.ჯი" - სთან.