ლევან სამუშია - ირაკლი ალასანია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და დააკავებ

ლევან სამუშია - ირაკლი ალასანია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და დააკავებ

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია არ უარყოფს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკავება უნდოდა.

როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა, სწორედ „კაბელების საქმე“ იყო ის ძირითადი კვანძი, რითაც ალასანიას დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა „საქმე ჩავარდა“, რადგან რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

„ე.წ.კაბელების საკითხით ნათელი იყო, რომ გამიზნული იყო „თავისუფალ დემოკრატებზე“ დარტყმა, რაც პირდაპირ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. უბრალოდ იმდენად გაუფუჭდათ ეს საქმე, რომ ვერ მივიდნენ ალასანიას დაკავებამდე. ალასანია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და წაიყვან“, - აღნიშნა ლევან სამუშიამ.

ბიძინა ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, - ამის შესახებ გადაცემა „,360 გრადუსში“ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას დაკავება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სურდა.