სამეფო ოჯახის გენეტიკის დასადგენად, ნამარხი ძვლების შესწავლაა საჭირო

სამეფო ოჯახის გენეტიკის დასადგენად, ნამარხი ძვლების შესწავლაა საჭირო

ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე ,სპეციალური კვლევის გარეშე , ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გენეტიკაზე საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს.

გიორგი ანდრიაძის თქმით, იმისთვის, რომ  ამ თემაზე საუბარი დასრულდეს და ბოლო დროს დასმულ ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი გაეცეს, ბაგრატიონების ძვლების გენეტიკური კვლევის ჩატარებაა საჭირო.  მხოლოდ კვლევის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი მოხდეს მისი შედარება სამეფო ოჯახის მემკვიდრეების ანალიზთან.

„  რახან ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა ამას მაინც უნდა დაზუსტდეს, რომ პირადად ბატონ ნუგზარისგან ჩვენ არ აგვიღია ეს ანალიზი. შვაბი, რომელიც არის ამ კვლევისთვის გამოყოფილი,  ამერიკის ლაბორატორიაა ტეხასში, წაიღო შუამავალმა პიროვნებამ და მოგვიტანა მისგან ეს აღებული ანალიზი. საჭიროა, ნამარხი ძვლების შესწავლა, რომელიც გითხარით, რომ ასტრახანში გვყავს ჩვენ ორი მეფე, თეიმურაზ მეორე და ვახტანგი. თეიმურაზ მეორე არის პირდაპირი შტო ამ კახეთის ხაზისა,“- განაცხადა  ანდრიაძემ.