პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია სამეფო დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ქართველი ერი ღრმა კრიზისშია.
“ ამ ქვეყანაში ყველაფერი უბედურადაა. ჯერ არ არსებობს ტახტი, კაცმა არ იცის მონარქია აღდგება თუ არა და უკვე ერთმანეთს ხოცავენ. ალბათ, ეს საბჭოთა წყობის, იმ ყველაფრის გავლენაა. ეს დაპირისპირება აჩვენებს, რომ ქართველი ერი ღრმა კრიზისშია. ეკლესია კრიზია და იმის ნაცვლად სულიერებისა და ზნეობის მედროშე იყოს, ნახეთ რა დღეშია არიან. ამას დაემატა სამეფო კარიც. ყველაფერი ისე ხდება, რომ ქართველმა თქვას რატომ გავჩნდი ამ ქვეყნადო”, – განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონს სასამართლოში უჩივიან და თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ.