ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ბაიერნის" ძლევის (3:1) "ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი კმაყოფილებას ვერ მალავდა.
"ასეთ მატჩში უბრალოდ, ვერ ამოისუნთქავ. აბსოლუტურად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამ სტადიონზე ძალიან ძნელია თამაში.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ჰენდერსონს კოჭ-წვივი აქვს ამოვარდნილი. იმედია, სერიოზული არაფერია. სწრაფი შეცვლა ყოველთვის კარგია.
მინდა, პირველ ტაიმს ათასჯერ ვუყურო! დაცვაში ჩინებულად ვმოქმედებდით. როგორც წესი, ამ ტურნირზე სტუმრად თავს ასე არ ვიცავთ, მაგრამ ამჯერად ეს გავაკეთეთ.
კიდევ ორი გოლი გავიტანეთ და სალაჰს კიდევ შეეძლო გატანა. რობერტსონის ყვითელი ბარათი? სისულელე გააკეთა. თუმცა, ჯერ ახალგაზრდაა. ეს სანერვიულო არაა.
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ტრადიციული დაპირისპირება? ჩვენ უბრალოდ დავამარცხეთ "ბაიერნი". მინდოდა "ლივერპულთან" ერთად დამემარცხებინა. დარწმუნებული ვარ, "დორტმუნდის" გულშემატკივრები გავახარე და თუ მათ რამეთი დავეხმარები, ეს შესანიშნავია.
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა, რაც ჩინებულია. წილისყრა? ვიღაც ვიღაცას შეხვდება. ბიჭები აღმერთებენ ამ ტურნირს. ყველაფერი დიდებულადაა!" - განაცხადა კლოპმა BT Sport-ის ეთერში.