ბეილი შესაძლოა

ბეილი შესაძლოა "ტოტენჰემში" დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი შესაძლოა ლონდონის „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. ესპანური As-ის ცნობით, „სამეფო კლუბს“ „მამლების“ დანიელი შემტევის კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურთ და გარიგებაში ბეილის ჩართვა არაა გამორიცხული.

„ტოტენჰემი“ მზადაა ბეილი იჯარით დაიმატოს, თუმცა ამ ეტაპზე უელსელი ფეხბურთელის ხელფასია. ბეილი „რეალში“ სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რისი გადახდაც „ტოტენჰემს“ არ ხელეწიფება.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა და 203 მატჩში 56 გოლი გაიტანა და 58 საგოლე პასი მიითვალა. 2013 წლის ზაფხულში კი, „რეალში“ 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.