მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „ლივერპულთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (1:3) განაცხადა, რომ „ბაიერნს“ მეტი შეეძლო და შემდეგ ეტაპზე გასვლა მართებდა.
„პირველ შეხვედრაში არ ვრისკავდით, შეტევაში არ მივდიოდით. მეორე მატჩშიც გვაკლდა აგრესია. ამიტომაც შევქმენით ასე ცოტა სახიფათო მომენტი. ეს ჩვენი პრობლემაა. „ლივერპულმა“ გაიმარჯვა, მე კი ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგანს „ბაიერნს“ მეტი შეეძლო. ახლა მთელი ძალები ბუნდესლიგისკენ უნდა მივმართოთ,“ - უთხრა პოლონელმა შემტევმა ინტერნეტ-პორტალ Goal-ს.