ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძეს მეტოქე ამჯერად პირველი მაეგაშირა კაისეი იყო. ქართველ სპორტსმენს ჰარუ ბაშოზე 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. ხვალ გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.
ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი და ამისთვის ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. გორგაძემ მინიმუმ 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.