აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა

,, ვფიქეობ, არ არის სულერთი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ჩანაწერები ანგარიშში …” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

,,დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს და ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთსა და იმავე პრეტენზიებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი თითოეულ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილია. თუნდაც, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომელზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა მათი პრეტენზია გავაბათილეთ მტკიცებულებებით, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამა მუშაობს ხარვეზების გარეშე და იქ არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც გვესმის მათი მხრიდან ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სასამართლოს იმიჯზე აღნიშნული ანგარიში, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით კეთდება ანგარიშებში ჩანაწერები.

„ვფიქრობ, არ არის სულერთი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ჩანაწერები ანგარიშებში, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აქედან უნდა ვეძებოთ პრობლემები. ამიტომ ის წყარო, რომელიც მითითებულია ინფორმაციის საფუძვლად, არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვამბობ, იქ არის მოყვანილი ფაქტები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. არის მნიშვნელოვანი, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

tngh ნამდვილად არ "მეხატებიან" გულზე პატივცემული მოსამართლეები... მაგრამ ღრმად პატივცემულ უსინდისო დემაგოგ "მეგრანტეებს", მაინც ვერ დავუჯერებ... 30 წელი, საკმარისი დროა, მათ გასაშიფრად!!!
6 წლის უკან
სოციალისტი "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა" ... მერე და ვინ შემოგვისია ეს ერასამთავრობოები, ვინ კვებავს მათ გრანტებით, ვისი ხელიდან მიირთმევენ ქაქიას?! - კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ს მეთაურობით! ჰოდა ვინც ამ ასო-ებს ასაზრდოებს იმას ემსახურებიან და აბარებენ მათთვის მისაღებ "ოტჩეტებს"! რა არის აქ გასაკვირი. ჩადიან დასავლეთში, იქ კარგა გვარიანად დაატრენინგებენ, დაბრუნდებიან და მიდი მოვდივარ, წავიდა მამულის იავარქმნა!
6 წლის უკან