არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინმე ეთანხმება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის დასკვნებს, ახლა მტავარია მასზე მყისიერი რეაგირება

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინმე ეთანხმება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის დასკვნებს, ახლა მტავარია მასზე მყისიერი რეაგირება

მირიან ყარაულაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშრს გამოეხმაურა.

,,არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინმე ეთანხმება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის დასკვნებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით .

ეხლა მთავარია მასზე მყისიერი რეაგირება, რისთვისაც:

– დაუყოვნებლად უნდა შედგეს აღნიშნულ დასკვნაში აღწერილი ნეგატივების რეალურად აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა- თვითოეული საკითხის, მასზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი პირის, რეაგირების ვადების აუცილებელი მითითებით!

– აღნიშნული სამოქმედო გეგმა უნდა განიხილოს და მიიღოს საქართველოს მთავრობამ;

– ამ დოკუმენტის განხილვა უნდა მოხდეს პარლამენტის შესაბამისი პროფილის კომიტეტებში მისი განხილვა-დამტკიცება მოხდეს პარლამენტის ბიუროზე.

– ძალიან კარგი იქნება , თუ პარლამენტი შექმნის დროებით სპეციალურ კომისიას სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლისათვის.

– სამოქმედო გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი საორგანიზაციო და საკადრო გადაწყვეტილებები.

იმედია, გაითვალისწინებენ კეთილის მსურველის რჩევას ისინი, ვისაც ეს ეხება.

დიდი მადლობა!!!

პ.ს. : ეს ყველაფერი უკვე უნდა გაკეთებულიყო გუშინ!!! ” – წერს მირიან ყარაულაშვილი