,ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს”

,ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს”

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანებტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრობს: „იფსოსმა“, საფრანგეთის ერთ-ერთმა უძლიერესმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, მათ შორის დამოუკიდებლობასთან, კორუფციასთან მიმართებაში და ა.შ. დადო დასკვნა, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ასეთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, ალბათ, რა თქმა უნდა, უფრო სანდოა, ვიდრე გიგაურის ჭორების შეგროვება“

,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ალბათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გავიტანთ, ასევე, ვეცდებით, სახელმწიფო დეპარტამენტს რეალური სურათი მივაწოდოთ” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილი

„დასკვნას გავეცანი და პირდაპირ მასშიც წერია, რომ დასკვნა ეფუძნება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და რამდენიმე სხვა, მათ შორისაა სულხან სალაძისა და ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციები. გიგაურზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს. ეს არის უკვე დადასტურებული. მე პირადად ბევრი ჭორი ვიცი გიგაურზე, როდესაც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოადგილე, იმ პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდა სატენდერო კომისიას, საკადრო პოლიტიკას და 1 500 ადამიანი იყო გათავისუფლებული და ა.შ. მაგრამ ამ ჭორებს მე არ ვავრცელებ, თუმცა 1500 თანამშრომლის გათავისუფლება რეალობაა და არ არის ჭორი. ჭორიც ბევრი ვიცი. ამ ჭორებს არ ვაგროვებ, ის აგროვებს ზუსტად ჭორებსა და ფანტაზიებს. ეს არის დადასტურებული თუნდაც იმით, რომ „იფსოსმა“, საფრანგეთის ერთ-ერთმა უძლიერესმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, მათ შორის დამოუკიდებლობასთან, კორუფციასთან მიმართებაში და ა.შ. დადო დასკვნა, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ასეთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, ალბათ, რა თქმა უნდა, უფრო სანდოა, ვიდრე გიგაურის ჭორების შეგროვება“ – აცხადებს სერგო მეთოფიშვილი