გავრცელდა

გავრცელდა "თიბისი" ბანკიდან შსს-ში გაგზავნილი ოთხი წერილი

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ ის   4 წერილი მოიპოვეს, რომელიც "თიბისი" ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე გაიგზავნა. ოთხივე წერილს ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

პირველ წერილში საუბარია, რომ  "თიბისი" ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირუსების შემცველი კორესპონდენციების მიღების შესახებ ატყობინებენ.

მეორე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას აცნობებს, რომ „მავნე სერვერი“ მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 12-ში.

მესამე წერილში  მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას აცნობებს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

რაც შეეხება მეოთხე წერილს, მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

სოციალისტი მხოლოდ დიქტატურა თუ გააჩერებს სახელმწიფოს რღვევის პრცესს!
6 წლის უკან