"ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი არც ძალადობას თაკილობს"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელით გამოეხმაურა ანა ბაგრატიონისა და მისი ყოფილი ქმრის, დავით ბაგრატიონ-მუხრაელს შორის სასამართლო დავას:

"მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა, ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“.