მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალი მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არადამიანურად მოპყრობაში ედება ბრალი, ადგილობრივ საკრებულოს 32 000 ლარის მიღების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს.
ეს ის თანხაა, რომელიც აბაზოვს შვიდი თვე ციხეში ყოფნის ნაცვლად მერის თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში უნდა მიეღო. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მერის მიმართვა საკრებულომ დღეს, 13 მარტს გამართულ სხდომაზე ცნობის სახით მიიღო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. აბაზოვი 13 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.