"15 000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ მონობას...ყველას გამოვიყვან რუსთაველზე"

"გირჩის" ლიდერი ფეუსბუქით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯოდმარეს, ირაკლი სესიაშვილს მიმართავს:

"15 000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1-წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა "ძედავშინას"

ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს

ან შეაჩერებთ მაგ ენითაუწერელ მავნებლობას

ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე, და ვერ გიშველის საპატრიარქო" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, სესიაშვილმა დღეს აახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თაახმად, არამართლმადიდებელი სასულიერო პირები სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

სოციალისტი მონობას კი არ გადაარჩინე, თაღლითებად გადააქციე! რადგან ჩვენი ახალგაზრდები, შენი გაუკუღმართებული აზროვნების შედეგად, თავისი ახალგაზრდული მიამიტობის გამო დაუძვრნენ საომარ პირობებში სამშობლოს დამცველის ელემენტარული უნარ-ჩვევების ათვისებას. შენ ისინი გაწირე პოტენციალური სამხედრო კონფლიქტის დროს მტრის წინაშე უსუსურობისათვის, სასიკვდილოდ გაწირე. შენ არ ხარ ცუდი ბუნების კაცი , მაგრამ ხარ ზედაპირულად მოაზროვნე და ქარაფშუტა! ძალიან ვწუხვარ რომ სახელმწიფო ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას. შენ და შენისთანები რა ხანია ინტერნირებული უნდა იყოთ, საზოგადოებიდან იზოლირებული!
6 წლის უკან