სალომე ზურაბიშვილის

სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირება დაიწყო

ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირება უკვე დაიწყო.

პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი გუშინ მოწყობილ მიღებაზე გაბრაზების გამო არ მივიდა.

როგორც "2020NEWS-ს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზეა გაბრაზებული. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის დემარშის მიზეზი, პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი გუშინ მოწყობილ მიღებაზე მისთვის განცხადების გაკეთებაზე უარის თქმა გახდა.

"სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა სიტყვით გამოსვლას და საკუთარი არგუმენტიც ჰქონა - ეს უპირატესობა პრეზიდენტს ეკუთვნისო, რასაც არ დაეთანხმა ირაკლი კობახიძე და საკუთარი არგუმენტი დაუპირისპირა ზურაბიშვილის არგუმენტს - ახლა პარლამენტის თავმჯდომარე მე ვარ და პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა თანამდებობრივად მე მეკუთვნისო. საბოლოოდ, კობახიძემ გაიმარჯვა, ზურაბიშვილი განაწყენდა და აღნიშნულ ღონისძიებაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა", - განუცხადა "2020NEWS-ს" ინფორმირებულმა წყარომ.

შექმნილი უხერხულობის გამო კი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სალომე ზურაბიშვილის საზეიმო მოღებაზე მიუსვლელობაზე საგანგებო განცხადება გაევრცელებინა. ზურაბიშვილის პრეს-სპიკერის თქმით, პრეზიდენტი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

 

 

 

 

სოციალისტი ქვეყნის მტრებო, ხელებს ნაადრევად იფშვნეტთ!
5 წლის უკან