29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს, დაკითხვის დროს გული გაუსკდა. – ამის შესახებ “კურიერს” გალში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ოფიციალურად აცხადებს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული გაუსკდა.