ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნები ჩაცხრილეს

ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნები ჩაცხრილეს

ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმა ალინ კაბელოვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი ალეგ იკაევი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიკავკაზის ჩემპიონმა კიკბოქსში ორი ადამიანი მოკლა და თვითონ პოლიციას ჩაბარდა.

სპორტსმენი ღამის კლუბ “რეტროში” ისვენებდა, როდესაც მის მეგობარ გოგონას ორი მთვრალი მამაკაცი აედევნა.  კიკქსიორმა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა და მთვრალ მამაკაცებს საჩუქრად შამპანური გაუგზავნა. თუმცა სპორტსმენის ამ ჟესტმა არ გაამართლა, ალინ კაბულოვი და ალეგ აკაევი მას  რევოლვერით დაემუქრნენ. სპორტსმენმა ორივე თავდამსხმელი ცემა და თავის მაგიდას მიუბრუნდა.

ნაცემმა მამაკაცებმა შურისძიება გადაწყვიტეს და იარაღის მუქარით კვლავ განაგრძეს სპორტსმენის მიმართ ძალადობა, ვლადიკავკაზის ჩემპიონმა კიკბოქსში მოძალადეებს იარაღი წაართვა და ორივე მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას ჩაბარდა.