მორჩით ამ მასკარადს! ვიღაც და რაღაც დატოვეთ სუფთა, მისტიური თუნდაც!!! დავიღუპებით!

მორჩით ამ მასკარადს! ვიღაც და რაღაც დატოვეთ სუფთა, მისტიური თუნდაც!!! დავიღუპებით!

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის მტკიცებით,  ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი და ის სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საპატრიარქომ შესაბამისი დნმ- კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გუშინ სასამართლოში ყოფნისას განუცხადა, სადაც სამეფო ოჯახის წევრების დავაზე სასამართლო განხილვა გაიმართა.

„დავის დაწყების მიზანი ის არის, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, რომ ისინი არიან ბაგრატიონები. ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. მათი პოზიცია ძალიან სუსტია. ჩვენ განწყობილი ვართ ოპტიმისტურად და ამ პროცესს მოვიგებთ.

ოფიციალური მონაცემები არ მოუციათ, მაგრამ სანდო წყაროთი ვიცით, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.

სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებას მსახიობი ანრი ბიბინეიშვილის სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“მართლა მორჩით ამ მასკარადს! დაინდეთ და გაითვალისწინეთ ადამიანი! ვიღაც და რაღაც დატოვეთ სუფთა, მისტიური თუნდაც!!! გაწიეთ თქვენი განგრენიანი ხელი ბ/ნ ნუგზარისგან და პატივი ეცით ქვეყნის ისტორიას!!!

ის კაცია! და თან ღირსეული ადამიანი!!! ნიჭიერი რეჟისორი და პედაგოგი! და ვაჟია კაცის, რომლის ენითაც ვმღერით ქართველები!

აქვს ყველაფერს საზღვარი!!! ნუ ემსახურებით რუსებს!!! დავიღუპებით!”, – წერს  ბიბინეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

სოციალისტი რუსები აქ რა შუაშია ნეტავ ვიცოდე, როცა საქართველოს მთელი "მმართველი ელიტა" ბრიუსელის კომბოსტოს ყურმოჭრილი მონაა და ლონდონში სწავლაზე (სანდროს არ იყოს!) ოცნებობს?!
6 წლის უკან