"პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს..."

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბესელიას მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომის დანიშვნას არავინ აიძულებდა:

"კობახიძე მთხოვდა საბრალო სახით, რომ სხდომა დამენიშნა. კი, ის ლობირებდა იმ სიას, ის თანახმა იყო, რომ ეს სხდომა ჩატარებულიყო და სია გამომეტანა. მე ვურჩევ მასაც და სხვებსაც, თავი დაანებონ ამ თემებზე სპეკულაციებს, ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს, ან თქვას, რა არის ის სხვა მიზეზი, რის გამოც გადავდექი. ნუ იტანჯება. ამით ნუ ახსნის, რომ მე მიფრთხილდება, რომ რაღაც იციან და ვერ ამბობენ. ისე საბრალოდ გაეხლართნენ და გაეჭედნენ ამ თავის მოფიქრებულ სცენარში, რომ ვეღარ გამოაგნეს იქედან გზა", განაცხადა ბესელიამ.