მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ (0:3), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოწინააღმდეგემ მის გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და ღირესულად გაიმარჯვა.
„იუვენტუსი“ აშკარად უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. როცა მეტოქე ასეთ კარგ მატჩს ატარებს, მილოცვის გარდა აღარაფერი გრჩება. ბევრი შეცდომა დავუშვით, პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ. ტურინელებმა ტაქტიკურადაც გვაჯობეს.
რონალდუს ჟესტი? ის გულშემატკივრებზე ფიქრობდა და ისეთი დიდი კლუბის ხასიათი წარმოაჩინა, როგორიც „იუვენტუსია.“ - განაცხადა სიმეონემ პრესკონფერენციაზე.