ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს გარეთ დააბერტყა, გაგამარუმ კი ლიდერს სძლია

ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოს გარეთ დააბერტყა, გაგამარუმ კი ლიდერს სძლია

დღეს, 13 მარტს, ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი იაპონელ სუმოისტს მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა, ვისაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა კაისეი იქნება. ტოჩინოშინი და კაისეი ერთმანეთს ბაშოებზე სულ 18-ჯერ შეხვდნენ. აქედან 11 ქართველმა მოიგო.

გაგამარუმ ჯურიო ლიგის ლიდერი ვაკატაკაკაგე ჰატაკიკომის ილეთი დაამარცხა და ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ ვაკატაკაკაგე ქართველზე თითქმის ორჯერ ნაკლებს იწონის.

ეს თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ბაშოზე. გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:5-ზე აქვს.